Sites of directions of the company external resources
RETCO LLC
საქართველო, რუსთავი, ზედგენიძის 62
+995 591 25 00 33
info@retco.ge
Exclusive electricity  supply solutions Exclusive electricity  supply solutions
უსაფრთხო
ელექტროენერგეტიკული
ინფრასტრუქტურა
რეტკოსგან
Exclusive electricity  supply solutions Exclusive electricity  supply solutions
მდგრადი
ელექტროენერგეტიკული
ინფრასტრუქტურა
რეტკოსგან
Exclusive electricity  supply solutions Exclusive electricity  supply solutions
ენერგოეფექტური
ელექტროენერგეტიკული
ინფრასტრუქტურა
რეტკოსგან
Exclusive electricity  supply solutions Exclusive electricity  supply solutions
ექსკლუზიური
ელექტროენერგეტიკული
გადაწყვეტილებები
main
ჩვენ შესახებ
რეტკო, რუსთავის ელექტროტექნიკური კომპანია, უკვე 15 წელია ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის, გამანაწილებელი და გენერაციის ობიექტებისთვის, ასოცირდება ხარისხთან, პასუხისმგებლობასთან და სანდოობასთან.
თითოეული დამკვეთისადმი სკურპულოზური და ექსკლუზიური მიდგომით, განურჩევლად პროექტის სირთულისა, ჩვენ ვქმნით უსაფრთხო, მდგრად და ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას.
ჩვენი კომპანიის სტაბილურ განვითარებასა და საიმედოობას უზრუნველყოფს სისტემური მართვის ისეთი ატრიბუტები, როგორებიცაა კომპანიის მისია,
ღირებულებები, სამოქმედო სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა, პასუხისმგებლობების და უფლებების ზონებით გაწერილი ბიზნეს პროცესები.
მრავალმხრივი ხედვა
ენერგიის მნიშვნელობაზე
1
2
3
4
5
6
7
8
საქმიანობის სფერო
3 ჰექტარზე განთავსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს, წარმოებას, სასაწყობო მეურნეობას, ოფისს, რეკრეაციულ ზონას, ტრენინგ-ცენტრსა და ლაბორატორიას, ჩვენ გაგვაჩნია ყველა საჭირო რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა დამკვეთებმა მიიღონ, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე შესაძლებელი, ყველაზე მაღალი ხარისხის სერვისი.
6-10-35 კვ ახალი მომხმარებლების
ქსელთან მიერთება
  • დამკვეთის საჭიროებების განსაზღვრა და მასზე მორგებული ტექნიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილების
    შემუშავება;
  • პროექტის შეთანხმება ყველა დაინტერესებულ მხარესთან დამკვეთის მინიმალური ჩართულობით;
  • გამანაწილებელ ქსელზე მიერთება (ბუღალტრული, იურიდიული, საინჟინრო დოკუმენტაციის გადაცემა);
  • პროექტის განხორციელების შემდგომი ტესტირება და მონიტორინგი.
  • საგარანტიო და პოსტ საგარანტიო პერიოდში შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

არსებული ელექტროენერგეტიკული
ქსელის მოდერნიზაცია
  • ქსელის დიაგნოსტიკა, ხარვეზების იდენტიფიცირება, დამკვეთის საჭიროების განსაზღვრა;
  • ობიექტის სპეციფიკაზე მორგებული ტექნიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილების შემუშავება;
  • პროექტის შეთანხმება ყველა დაინტერესებულ მხარესთან დამკვეთის მინიმალური ჩართულობით;
  • ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება (ბუღალტრული, იურიდიული, საინჟინრო დოკუმენტაციის გადაცემა);
  • საგარანტიო და პოსტ საგარანტიო პერიოდში შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პროდუქცია
გამანაწილებელი მოწყობილობები
 | 
ქვესადგურები
 | 
ტრანსფორმატორები
 | 
რკინა-ბეტონის ბოძები
 | 
გამთიშველები
 | 
ვაკუუმური ამომრთველები
 | 
ელგაზური ამომრთველები
 | 
ავტომატური ამომრთველები
 | 
გადამეტძაბვის შემზღუდველები
 | 
სახაზო არმატურა
 | 
საკაბელო არმატურა
 | 
იზოლატორები
 | 
რელე (ციფრული დაცვის ტერმინალი)
 | 
დნობადი მცველები
 | 
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
Complete transformer Substations (ГКТП , КТП, КТПУБ, КТПМ, СКТП, КТП-Б)
Products
ჩვენი პროექტები
რეტკოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტებული და განხორცილებული აქვს 500-ზე მეტი პროექტი, რომელიც მოიცავს: 0.4, 6/10, 35კვ ელექტრო-გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
[ჩვენი სერვისებით სარგებლობენ]: ჰაიდელბერგი, შატო მუხრანი, მაკდონალდსი, ვისოლ ჯგუფი, ენგურჰესი, თელასი, ენერგო-პრო, Parson და სხვა.
შპს თბილისი ჰილს დეველოპმენტ ენდ კონსტრაკშენი
შპს ,,თბილისი ჰილს დეველოპმენტ ენდ კონსტრაკშენი"-ს ელექტრომომარაგების პროექტირება და მონტაჟი.
თბილისის მიმდებარედ - “თბილისი ჰილს გოლფ კლუბის“ შემოგარენში მოეწყო 6/10/0,4 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელი, აშენდა და დაკომპლექტდა 6 ერთეული სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრე 6,3 მვა.
6/10/0,4 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელი  |   6 ერთეული სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრე 6,3 მვა
შპს თბილისი ჰილს დეველოპმენტ ენდ კონსტრაკშენი
6/10/0,4 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელი  |   6 ერთეული სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრე 6,3 მვა
სს შატო მუხრანი
სს ,,შატო მუხრანი" ელექტრომომარაგების პროექტირება და მონტაჟი.
სოფელ მუხრანში მდებარე ობიექტის ელექტრო მომარაგებისათვის გამანაწილებელი ქსელის პროექტირება და მონტაჟი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 0.4 და 10კვ ძაბვის ქსელის მონტაჟი, დამონტაჟდა 5 სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრით 4მვა.
0.4 და 10კვ ძაბვის ქსელის   |   5 სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრით 4მვა.
სს შატო მუხრანი
0.4 და 10კვ ძაბვის ქსელის   |   5 სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრით 4მვა.
სს თელასი
სს, თელასი" , ქსელის რეაბილიტაცია / მოდერნიზაცია.
დედაქალაქის ცენტრალური უბნის ძირითადი ქვესადგურის ,,სოლოლოკის 35/6"-ის რეკონსტრუქციის ფარგლებში მიწოდებული და დამონტაჟებული იქნა 35კვ ძაბვის SIEMENS-ის წარმოების 8DA10 ტიპის და რეტკოს მიერ წარმოებული 6 კვ ძაბვის გამანაწილებელი უჯრედები.
35კვ ძაბვის SIEMENS-ის წარმოების 8DA10 ტიპის  |   რეტკოს მიერ წარმოებული 6 კვ ძაბვის გამანაწილებელი უჯრედები
სს თელასი
35კვ ძაბვის SIEMENS-ის წარმოების 8DA10 ტიპის  |   რეტკოს მიერ წარმოებული 6 კვ ძაბვის გამანაწილებელი უჯრედები
სს ,, ენერგო-პრო ჯორჯია"
სს,, ენერგო-პრო ჯორჯია" , ქსელის რეაბილიტაცია / მოდერნიზაცია.
პროექტის ფარგლებში, სხვადახვა პერიოდში, განხორციელდა ქვეყნის მაშაბით 20 ერთეულამდე უმნიშვნელოვანესი ძალოვანი ქვესადგურების (110/35/10/6,3 კვ ძავის) რეაბილიტაცია, რეტკოს მიერ დამზადებული და დამონტაჟებული იქნა რამოდენიმე ასეული ძალოვანი გამანაწილებელი უჯრედი თანამედროვე ტიპის მოწყობილობებით (0,4/6/10 კვ ძაბვის).
20 ქვესადგურების (110/35/10/6,3 კვ ძავის)  |   რამოდენიმე ასეული ძალოვანი გამანაწილებელი უჯრედი თანამედროვე ტიპის მოწყობილობებით (0,4/6/10 კვ ძაბვის)
სს ,, ენერგო-პრო ჯორჯია"
20 ქვესადგურების (110/35/10/6,3 კვ ძავის)  |   რამოდენიმე ასეული ძალოვანი გამანაწილებელი უჯრედი თანამედროვე ტიპის მოწყობილობებით (0,4/6/10 კვ ძაბვის)
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
შპს,, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს ელექტრომომარაგების პროექტირება და მონტაჟი.
მარნეულში მდებარე ინერტული მასალების გადამამუშავებელი ქარხნის ელ მომარაგების ფარგლებში შესრულდა საპროექტო სამონტაჟო სამუშაოები, დამონტაჟდა სატრანსფორმატორო ქვესადგური 2000 მვა, მოეწყო 10 კვ ძაბვის საკებელო ელექტრო გადამცემი ქსელი (დადგმული სიმძლავრე 2 მვა).
სატრანსფორმატორო ქვესადგური 2000 მვა  |   10 კვ ძაბვის საკებელო ელექტრო გადამცემი ქსელი (დადგმული სიმძლავრე 2 მვა)
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
სატრანსფორმატორო ქვესადგური 2000 მვა  |   10 კვ ძაბვის საკებელო ელექტრო გადამცემი ქსელი (დადგმული სიმძლავრე 2 მვა)
შპს ალფა პეტი
შპს ,,ალფა პეტი"-ს ელექტრომომარაგების პროექტირება მონტაჟი.
ნატახტარში მდებარე პოლიეთილენის ბოთლების საწარმოს ელექტრო მომარაგებისათვის აშენდა 10 კვ ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 3 სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრე 4 მვა.
10 კვ ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი  |   3 სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრე 4 მვა
შპს ალფა პეტი
10 კვ ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი  |   3 სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრე 4 მვა
შპს,, რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი"
"რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი"-ს ელექტრომომარაგების პროექტირება და მონტაჟი.
რუსთავის მიმდებარედ მეტალურგიული ქარხნისთვის განხორციელდა 10კვ ელექტრო გამანაწილებელი ქსელის პროექტირება და მონტაჟი, დადგმული სიმძლავრით 12მვა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორჯაჭვა საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი და დამონტაჟდა SIEMENS-ის წარმოების გამანაწილებელი უჯრედები(SWITCHGEAR NXAIR).
ორჯაჭვა საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი   |   SIEMENS-ის წარმოების გამანაწილებელი უჯრედები(SWITCHGEAR NXAIR)
შპს,, რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი"
ორჯაჭვა საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი   |   SIEMENS-ის წარმოების გამანაწილებელი უჯრედები(SWITCHGEAR NXAIR)
გასაჩივრება
მოთავსებულია საჩივრის სათაური ან ორ სტრიქონში

საქართველოში ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის, გამანაწილები და გენერაციის ობიექტებისთვის რეტკო იწყებს ელექტრო-ინჟინერიის კურსებს რომლებიც (2023-2024 წლის განვმალობააში კურსები იქნება უფასო). კურსები ჩატარდება შერეული ფორმატით, როგორ.ც ფიზიკური ასევე ონლაინ დასწრებით, კურსი ითვალისწინებს თითოეული მონაწილის ელექტრო მეურნეობის დეტალურ შესწავლას და ინდივიდუალურად მათი საჭიროებების მიხედვით უნარების ფორმირებას.

სწავლების პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი და ლატვიელი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერები, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყანაში აღიარებული სერთიფიკატი.

რეტკოს ტრენინგ ცენტრს პარტნიორობას გაუწევს Usaid-ის საგრანტო პროგრამა, Industry-Led Skills Development. კურსების მიზანია კომპანიებმა და ზოგადათ ქვეყანამ მაქსიმალურად რაციონალურად გამიყენონ ელექტროენერგია და შეამცირონ მისით სარგებლობის დანახარჯები..

ელ.წერილის გაგზავნა
მოთავსებულია საჩივრის სათაური ან ორ სტრიქონში მოთავსებულია საჩივრის სათაური ან ორ სტრიქონში
სიახლეები
04.03.2024
ჟინვალჰესის GCB ჩანაცვლება SIEMENS HB3-C ვაკუუმური ამომართველით
დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშნველოვანი პროექტი Siemens-თან პარტნიორობით, საქართველოს ელექტრო ენერგიის გენერაციის სფეროში.

ჟინვალის ჰიდროკომპლექსში, GWP-ის დაკვეთით დავაყენეთ 4 ერთეული სიმენსის ახალი HB3-C-ის ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე სანდო მოწყობილობაა და უზრუნველყოფს ჰესის სტაბილურ და უსაფრთხო ოპერირებას.

SIEMENS-ის HB3-C და სხვა საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები საჭიროა იმ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე, რომელთა დადგმული გამომუშავების სიმძლავრე აღემატება 30 მეგავატს.

HB3-C ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები შეესაბამება ევროკავშირის IEC 62271-200:2011 და IEC 61936-1 (VDE 0101) სტანდარტებს. აღნიშნული ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს, ექსპლუატაციის პირობების დაცვით, 25 წლამდე მომსახურების გარეშე მუშაობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში 75%-მდე ამცირებს OPEX ხარჯებს.

ვიდეოს ბმული
შემდეგი
ჟინვალჰესის GCB ჩანაცვლება SIEMENS HB3-C ვაკუუმური ამომართველით
10.11.2023
რეტკოსა და USAID-ის პროგრამას შორის პარტნიორობა
რეტკოსა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებული პროფესიული უნარების განვითარებას, სისტემურ დონეზე ხარისხისა და სტანდარტების მიმართ მოთხოვნის გაზრდასა და სფეროში ჩართული ყველა რგოლის კოორდინირებას.
პროგრამა, რომლის  საერთო ბიუჯეტი 1,45 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, მთელი საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ასევე დასაქმებულ ელექტრული ინჟინრებს უფასო სწავლისა და გადამზადების შესაძლებლობას მისცემს. ორი წლის განმავლობაში მომზადება/გადამზადებას გაივლის 360 ბენეფიციარი შემდეგი ხუთი სასწავლო პროგრამის მეშვეობით.
შემდეგი
რეტკოსა და USAID-ის პროგრამას შორის პარტნიორობა
02.05.2023
ვიზიტი ჰანოვერის გამოფენასა და სიმენსის ქარხანაში
გასული თვე რეტკოსთვის განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა, 14-21 აპრილს რეტკოს თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ, სადაც HANNOVER MESSE-ს დაესწრნენ.
ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ პრაქტიკაში ვნახოთ წამყვანი ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების წარმოებული მოწყობილობები თუ სიახლეები და მათი გამოყენების არეალს გავეცნოთ, რაც ჩვენი თანამშრომლებისა და კომპანიის განვითარებას უწყობს ხელს.  
გამოფენის შემდგომ რეტკოს გუნდი ჩვენს უმსხვილეს პარტნიორ,  Siemens -თან, ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად ბერლინის ქარხანას ეწვია.
სიმენსთან რეტკოს უკვე 10 წლიანი თანამშრომლობის ისტორია აქვს, არაერთი წარმატებული მოლაპარაკების  შედეგი მალე გახდება ხელშესახები, როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოს ბაზრისთვის.
შემდეგი
ვიზიტი ჰანოვერის გამოფენასა და სიმენსის ქარხანაში
10.04.2023
ვორქშოფების სერია "Business რუსთავის იდენტობის ძიებაში"
რეტკოს ორგანიზებით, 25 მარტი- 9 აპრილის პერიოდში გაიმართა ვორქშოფების სერია სახელწოდებით „რუსთავი ბიზნეს იდენტობის ძიებაში“, რომელშიც საქართველოში მოღვაწე წამყვანმა სპიკერებმა რუსთაველ საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს რუსთავის სამომავლო განვითარების სტრატეგიასა და პრობლემებზე.

ღონისძიებებს კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებიდა ადგილობრივი ბიზნესის ტოპ მენეჯმენტი ესწრებოდა.  ვორქშოფების სერიის მიზანი იყო ერთად გვემსჯელა ქალაქ რუსთავის ბიზნეს პერსპექტივებსა და მის შესაძლებლობებზე, რათა რუსთავი გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო ბიზნესისთვის.

მსგავსი აქტივობები რეტკო-ს მხრიდან მომავალშიც არის დაგეგმილი და იმედი გვაქვს ჩვენი, სხვა ბიზნესებისა და საზოგადოების აქტიური წევრების ჩართულობით მივაღწევთ საერთო მიზანს - რუსთავის ეკონომიკურ და კულტურულ გაძლიერებას.
შემდეგი
ვორქშოფების სერია "Business რუსთავის იდენტობის ძიებაში"
09.01.2023
რეტკოს წლის შეჯამება და დაჯილდოება
რეტკო გილოცავთ შობა- ახალ წელს!

ჩვენი კომპანიისთვის გასული წელი წარმატებული იყო, 2022 წელს წარმატებით გავიარეთ ძირეული რებრენდინგი, რის შედეგადაც ახლებურად შევხედეთ კომპანიას და ამჟამად "რეტკო" პოზიციონირებს პრემიუმ სეგმენტის ელექტრო-ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მოწინავე კომპანიად. 2023 წლისთვის ჩვენი მიზანია ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნეს-პროცესების საფუძვლიანად ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია.
ყოველივე ეს შეუძლებელია ერთგული და პროფესიონალი თანამშრომლების გარეშე, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ წავახალისოთ თანამშრომლები და მათთვის დამატებითი ზრდის სტიმული გავაჩინოთ რეტკოში!

გისურვებთ წარმატებებს!
შემდეგი
რეტკოს წლის შეჯამება და დაჯილდოება
05.10.2022
რეტკომ მიმდინარე წელს დაასრულა რებრენდინგის პროცესი

რეტკომ მიმდინარე წელს დაასრულა რებრენდინგის პროცესი, შრომატევადი პროცესი რომელმაც გამოკვეთა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, შეცვალა ვიზუალური ელემენტები და გააძლიერა ჩვენი პოზიციონირება როგორც პრემიუმ კლასის ელექტრო-ტექნიკური კომპანია.

ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ პირველ მარკეტინგულ კამპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში, ექვსი სხვადასხვა ვიზუალური ბანერის წარდგენით, შპს Retco-ს განახლებული პოზიციონირების დემონსტრირებით სამიზნე აუდიტორიისთვის.


შემდეგი
რეტკომ მიმდინარე წელს დაასრულა რებრენდინგის პროცესი
01.10.2022
2021-2022 წლებში შპს რეტკო აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ექსპერტებთან კომპანიის რებრენდინგზე

2021-2022 წლებში შპს რეტკო აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ექსპერტებთან კომპანიის რებრენდინგზე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში კომპანიამ აწარმოა ენერგეტიკული ბაზრის ყოვლისმომცველი ანალიზი, ხელახლა განსაზღვრა პოტენციური კლიენტების საჭიროებები, ჩაატარა კონკურენტების ანალიზი და შეიმუშავა პოზიციონირება არსებული კონკურენტული უპირატესობების მიხედვით.

პროცესის შემდეგ კომპანიამ მიიღო სრული ბრენდბუქი, რომელიც მოიცავს: ახალ ლოგოს, აღწერას, სლოგანს და თანამედროვე ბრენდბუქისთვის დამახასიათებელ სხვა ელემენტებს.

შპს Retco-ს ვიზუალური ელემენტები ასახავს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ელექტრო ენერგიის მნიშვნელობას, ხაზს უსვამს კომპანიის ინდივიდუალურ, იუველირულ მიდგომას თითოეულ კლიენტთან ურთიერთობისას.


შემდეგი
2021-2022 წლებში შპს რეტკო აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ექსპერტებთან კომპანიის რებრენდინგზე
25.09.2022
რეტკოს თანამშრომლები პოლონეთში Energetab-ის

რეტკოს თანამშრომლები პოლონეთში, Energetab-ის, ენერგეტიკული სფეროს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მნიშნველოვან გამოფენას, ესწრებოდნენ, სადაც პარტნიორული ურთიერთობის გამყარების მიზნით შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ევროპელ მწარმოებლებთან.

რეტკოს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობები აქვს პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან მწარმოებელთან - Zpue-სთან, რომელიც გამანაწილებელ უჯრედებსა და ქვესადგურების წარმოებაში სეგმენტის ლიდერია.
შემდეგი
რეტკოს თანამშრომლები პოლონეთში Energetab-ის
15.09.2022
საერთაშორისო დონის HR ლიტერატურა უკვე ქართულ ენაზეა ნათარგმნი. ეს უკვე მეორე წიგნია, რომელიც „რეტკო“-სა და „ჰრ ჰაბ“-ის თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა

HR სფეროში სამაგიდო წიგნი „WHO“ ხელმისაწვდომია პროფესიონალებისთვის.

წიგნის წარდგენა 15 სექტემბერს HR hub - ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიებაზე მოხდა და საჩუქრად გადაეცათ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.

„რეტკო“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთ მსგავს ღონისძიებას უჭერს მხარს, საკუთარი რესურსით თარგმნის და გამოსცემს წიგნებს, რომლებიც შემდგომში უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი სფეროს პროფესიონალებისთვის.


შემდეგი
საერთაშორისო დონის HR ლიტერატურა უკვე ქართულ ენაზეა ნათარგმნი. ეს უკვე მეორე წიგნია, რომელიც „რეტკო“-სა და „ჰრ ჰაბ“-ის თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა
06.06.2022
შპს Retco-ს თანამშრომლები დაესწრნენ ჰანოვერის გამოფენას, სადაც ენერგეტიკის სფეროს წამყვანმა მწარმოებლებმა და ინოვატორებმა წარმოადგინეს თავიანთი ახალი პროდუქცია და სერვისები

ჩვენი გუნდი საქართველოში უახლესი ინფორმაციითა და ცოდნით დაბრუნდა.

მივლინებები ევროკავშირის ქვეყნებში გადამწყვეტია ჩვენი თანამშრომლების ცოდნის გასაღრმავებლად, რადგან ისინი იძენენ ახალ ინფორმაციას და ცოდნას დარგის შესახებ.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპელ მწარმოებლებთან კავშირების გაძლიერება მნიშნველოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფისთვის


შემდეგი
შპს Retco-ს თანამშრომლები დაესწრნენ ჰანოვერის გამოფენას, სადაც ენერგეტიკის სფეროს წამყვანმა მწარმოებლებმა და ინოვატორებმა წარმოადგინეს თავიანთი ახალი პროდუქცია და სერვისები
05.06.2022
რეტკოს თანამშრომლები 30 მაისს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ Siemens-ის ფრანკფურტის საწარმოში, პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით

საწარმოში თანამშრომლები გაეცნენ ახალი საშუალო ძაბვის გამანაწილებელი უჯრედების წარმოების სრულ ციკლს და ადგილზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები. ვიზიტის შემდეგ გუნდი ჰანოვერის გამოფენაზე იმყოფებოდა, სადაც ენერგეტიკის სფეროში წამყვანი მწარმოებლები და ინოვატორები თავიანთი ახალი პროდუქციითა თუ სერვისებით იყვნენ წარდგენილნი.

რეტკო უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს ჰქონდეთ უსაფრთხო, შეუფერხებელი და ეკონომიური ელექტროენერგიის მოხმარება, წამყვანი ევროპული ბრენდების გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში გადმოტანა კი საქართველოს ელექტრო ენერგეტიკის ბაზარს განვითარებასა და დასავლურ სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება, საყოფაცხოვრებო დონეზეც კი, რაშიც რეტკოს თავისი წვლილი შეაქვს.


შემდეგი
რეტკოს თანამშრომლები 30 მაისს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ Siemens-ის ფრანკფურტის საწარმოში, პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით
01.06.2022
რეტკო იწყებს ელექტრო-ინჟინერიის გადასამზადებელ კურსებს

საქართველოში ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის, გამანაწილებელი და გენერაციის ობიექტებისთვის  რეტკო იწყებს  ელექტრო-ინჟინერიის გადასამზადებელ კურსებს. (2023-2024 წლის განმავლობაში კურსები იქნება უფასო). 

კურსები ჩატარდება შერეული ფორმატით როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ დასწრებით. კურსი ითვალისწინებს თითოეული მონაწილის ელექტრო მეურნეობის დეტალურ შესწავლას და ინდივიდუალურად მათი საჭიროებების მიხედვით შესაბამისი უნარების ფორმირებას.

სწავლების პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი და ლატვიელი ტრენერები, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი.

კურსების მიზანია კომპანიებმა და ზოგადად ქვეყანამ მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენონ ელექტროენერგია და შეამცირონ მისით სარგებლობის დანახარჯები.



შემდეგი
რეტკო იწყებს  ელექტრო-ინჟინერიის გადასამზადებელ კურსებს
Value Proposition
ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რეტკოსგან, რომელიც დაგიზოგავთ ადამიანურ, მატერიალურ, დროით და ფინანსურ რესურსებს.

ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურით სარგებლობის რეალური დანახარჯების შესაფასებლად ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით  -  „მრავალმხრივი ხედვა ენერგიის მნიშვნელობაზე“.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი
მიზეზი
  • ობიექტის სპეციფიკის არასაკმარისი შესწავლა/ არასწორი ტექნიკური გათვლები
  • არასწორად შერჩეული მოწყობილობები
  • უხარისხოდ შესრულებული სამონტაჟო სამუშაოები
  • უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა
  • გეგმიური დიაგნოსტიკური სამუშაოების გაუტარებლობა
  • ელ. მეურნეობაზე პასუხისმგებელი არაკვალიფიციური პერსონალი
შედეგი
Leaky bucket concept
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი
ელექტროენერგიის
ინფრასტრუქტურით
სარგებლობაზე 5-20%-ით
გაზრდილი ხარჯი
წუნდებული პროდუქცია
/ სერვისი
ადამიანური სიცოცხლის
მოსპობა და ჯანმრთელობის
დაზიანება
ელ. ენერგიის ავარიული
გათიშვის მიზეზით შეფერხებული
სამუშაო პროცესი
დაზიანებული
მოწყობილობები
რეტკოს გადაწყვეტა
ელექტროენერგიის რეალური ხარჯების შესაფასებლად ჩვენ ვხელმძღვანელობთ „ენერგიის ღირებულების მრავალმხრივი ხედვის“ პრინციპით.
რეტკოს გადაწყვეტა
ჩვენ ვქმნით დამკვეთის საჭიროებაზე იუველირული სიზუსტით მორგებულ საიმედო ელექტროინფრასტრუქტურას!
Contact
RETCO LLC
Hotline
+995 341 25 00 55

Reception
+995 341 25 00 33


Office
საქართველო, რუსთავი, ზედგენიძის 62
info@retco.ge