

ინფრასტრუქტურა
რეტკოსგან


ინფრასტრუქტურა
რეტკოსგან


ინფრასტრუქტურა
რეტკოსგან


ელექტროენერგეტიკული
გადაწყვეტილებები
ჩვენი კომპანიის სტაბილურ განვითარებასა და საიმედოობას უზრუნველყოფს სისტემური მართვის ისეთი ატრიბუტები, როგორებიცაა კომპანიის მისია,
ღირებულებები, სამოქმედო სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა, პასუხისმგებლობების და უფლებების ზონებით გაწერილი ბიზნეს პროცესები.
ენერგიის მნიშვნელობაზე








ქსელთან მიერთება
- დამკვეთის საჭიროებების განსაზღვრა და მასზე მორგებული ტექნიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილების
შემუშავება; - პროექტის შეთანხმება ყველა დაინტერესებულ მხარესთან დამკვეთის მინიმალური ჩართულობით;
- გამანაწილებელ ქსელზე მიერთება (ბუღალტრული, იურიდიული, საინჟინრო დოკუმენტაციის გადაცემა);
- პროექტის განხორციელების შემდგომი ტესტირება და მონიტორინგი.
- საგარანტიო და პოსტ საგარანტიო პერიოდში შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ქსელის მოდერნიზაცია
- ქსელის დიაგნოსტიკა, ხარვეზების იდენტიფიცირება, დამკვეთის საჭიროების განსაზღვრა;
- ობიექტის სპეციფიკაზე მორგებული ტექნიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილების შემუშავება;
- პროექტის შეთანხმება ყველა დაინტერესებულ მხარესთან დამკვეთის მინიმალური ჩართულობით;
- ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება (ბუღალტრული, იურიდიული, საინჟინრო დოკუმენტაციის გადაცემა);
- საგარანტიო და პოსტ საგარანტიო პერიოდში შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
[ჩვენი სერვისებით სარგებლობენ]: ჰაიდელბერგი, შატო მუხრანი, მაკდონალდსი, ვისოლ ჯგუფი, ენგურჰესი, თელასი, ენერგო-პრო, Parson და სხვა.
თბილისის მიმდებარედ - “თბილისი ჰილს გოლფ კლუბის“ შემოგარენში მოეწყო 6/10/0,4 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელი, აშენდა და დაკომპლექტდა 6 ერთეული სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრე 6,3 მვა.

სოფელ მუხრანში მდებარე ობიექტის ელექტრო მომარაგებისათვის გამანაწილებელი ქსელის პროექტირება და მონტაჟი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 0.4 და 10კვ ძაბვის ქსელის მონტაჟი, დამონტაჟდა 5 სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრით 4მვა.

დედაქალაქის ცენტრალური უბნის ძირითადი ქვესადგურის ,,სოლოლოკის 35/6"-ის რეკონსტრუქციის ფარგლებში მიწოდებული და დამონტაჟებული იქნა 35კვ ძაბვის SIEMENS-ის წარმოების 8DA10 ტიპის და რეტკოს მიერ წარმოებული 6 კვ ძაბვის გამანაწილებელი უჯრედები.

პროექტის ფარგლებში, სხვადახვა პერიოდში, განხორციელდა ქვეყნის მაშაბით 20 ერთეულამდე უმნიშვნელოვანესი ძალოვანი ქვესადგურების (110/35/10/6,3 კვ ძავის) რეაბილიტაცია, რეტკოს მიერ დამზადებული და დამონტაჟებული იქნა რამოდენიმე ასეული ძალოვანი გამანაწილებელი უჯრედი თანამედროვე ტიპის მოწყობილობებით (0,4/6/10 კვ ძაბვის).

მარნეულში მდებარე ინერტული მასალების გადამამუშავებელი ქარხნის ელ მომარაგების ფარგლებში შესრულდა საპროექტო სამონტაჟო სამუშაოები, დამონტაჟდა სატრანსფორმატორო ქვესადგური 2000 მვა, მოეწყო 10 კვ ძაბვის საკებელო ელექტრო გადამცემი ქსელი (დადგმული სიმძლავრე 2 მვა).

ნატახტარში მდებარე პოლიეთილენის ბოთლების საწარმოს ელექტრო მომარაგებისათვის აშენდა 10 კვ ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 3 სატრანსფორმატორო ქვესადგური, ჯამური სიმძლავრე 4 მვა.

რუსთავის მიმდებარედ მეტალურგიული ქარხნისთვის განხორციელდა 10კვ ელექტრო გამანაწილებელი ქსელის პროექტირება და მონტაჟი, დადგმული სიმძლავრით 12მვა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორჯაჭვა საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი და დამონტაჟდა SIEMENS-ის წარმოების გამანაწილებელი უჯრედები(SWITCHGEAR NXAIR).

საქართველოში ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის, გამანაწილები და გენერაციის ობიექტებისთვის რეტკო იწყებს ელექტრო-ინჟინერიის კურსებს რომლებიც (2023-2024 წლის განვმალობააში კურსები იქნება უფასო). კურსები ჩატარდება შერეული ფორმატით, როგორ.ც ფიზიკური ასევე ონლაინ დასწრებით, კურსი ითვალისწინებს თითოეული მონაწილის ელექტრო მეურნეობის დეტალურ შესწავლას და ინდივიდუალურად მათი საჭიროებების მიხედვით უნარების ფორმირებას.
სწავლების პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი და ლატვიელი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერები, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყანაში აღიარებული სერთიფიკატი.
რეტკოს ტრენინგ ცენტრს პარტნიორობას გაუწევს Usaid-ის საგრანტო პროგრამა, Industry-Led Skills Development. კურსების მიზანია კომპანიებმა და ზოგადათ ქვეყანამ მაქსიმალურად რაციონალურად გამიყენონ ელექტროენერგია და შეამცირონ მისით სარგებლობის დანახარჯები..


ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ პრაქტიკაში ვნახოთ წამყვანი ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების წარმოებული მოწყობილობები თუ სიახლეები და მათი გამოყენების არეალს გავეცნოთ, რაც ჩვენი თანამშრომლებისა და კომპანიის განვითარებას უწყობს ხელს.
გამოფენის შემდგომ რეტკოს გუნდი ჩვენს უმსხვილეს პარტნიორ, Siemens -თან, ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად ბერლინის ქარხანას ეწვია.
სიმენსთან რეტკოს უკვე 10 წლიანი თანამშრომლობის ისტორია აქვს, არაერთი წარმატებული მოლაპარაკების შედეგი მალე გახდება ხელშესახები, როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოს ბაზრისთვის.

ღონისძიებებს კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებიდა ადგილობრივი ბიზნესის ტოპ მენეჯმენტი ესწრებოდა. ვორქშოფების სერიის მიზანი იყო ერთად გვემსჯელა ქალაქ რუსთავის ბიზნეს პერსპექტივებსა და მის შესაძლებლობებზე, რათა რუსთავი გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო ბიზნესისთვის.
მსგავსი აქტივობები რეტკო-ს მხრიდან მომავალშიც არის დაგეგმილი და იმედი გვაქვს ჩვენი, სხვა ბიზნესებისა და საზოგადოების აქტიური წევრების ჩართულობით მივაღწევთ საერთო მიზანს - რუსთავის ეკონომიკურ და კულტურულ გაძლიერებას.

ჩვენი კომპანიისთვის გასული წელი წარმატებული იყო, 2022 წელს წარმატებით გავიარეთ ძირეული რებრენდინგი, რის შედეგადაც ახლებურად შევხედეთ კომპანიას და ამჟამად "რეტკო" პოზიციონირებს პრემიუმ სეგმენტის ელექტრო-ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მოწინავე კომპანიად. 2023 წლისთვის ჩვენი მიზანია ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნეს-პროცესების საფუძვლიანად ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია.
ყოველივე ეს შეუძლებელია ერთგული და პროფესიონალი თანამშრომლების გარეშე, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ წავახალისოთ თანამშრომლები და მათთვის დამატებითი ზრდის სტიმული გავაჩინოთ რეტკოში!
გისურვებთ წარმატებებს!

რეტკომ მიმდინარე წელს დაასრულა რებრენდინგის პროცესი, შრომატევადი პროცესი რომელმაც გამოკვეთა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, შეცვალა ვიზუალური ელემენტები და გააძლიერა ჩვენი პოზიციონირება როგორც პრემიუმ კლასის ელექტრო-ტექნიკური კომპანია.
ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ პირველ მარკეტინგულ კამპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში, ექვსი სხვადასხვა ვიზუალური ბანერის წარდგენით, შპს Retco-ს განახლებული პოზიციონირების დემონსტრირებით სამიზნე აუდიტორიისთვის.

2021-2022 წლებში შპს რეტკო აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ექსპერტებთან კომპანიის რებრენდინგზე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში კომპანიამ აწარმოა ენერგეტიკული ბაზრის ყოვლისმომცველი ანალიზი, ხელახლა განსაზღვრა პოტენციური კლიენტების საჭიროებები, ჩაატარა კონკურენტების ანალიზი და შეიმუშავა პოზიციონირება არსებული კონკურენტული უპირატესობების მიხედვით.
პროცესის შემდეგ კომპანიამ მიიღო სრული ბრენდბუქი, რომელიც მოიცავს: ახალ ლოგოს, აღწერას, სლოგანს და თანამედროვე ბრენდბუქისთვის დამახასიათებელ სხვა ელემენტებს.
შპს Retco-ს ვიზუალური ელემენტები ასახავს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ელექტრო ენერგიის მნიშვნელობას, ხაზს უსვამს კომპანიის ინდივიდუალურ, იუველირულ მიდგომას თითოეულ კლიენტთან ურთიერთობისას.

რეტკოს თანამშრომლები პოლონეთში, Energetab-ის, ენერგეტიკული სფეროს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მნიშნველოვან გამოფენას, ესწრებოდნენ, სადაც პარტნიორული ურთიერთობის გამყარების მიზნით შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ევროპელ მწარმოებლებთან.
რეტკოს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობები აქვს პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან მწარმოებელთან - Zpue-სთან, რომელიც გამანაწილებელ უჯრედებსა და ქვესადგურების წარმოებაში სეგმენტის ლიდერია.
HR სფეროში სამაგიდო წიგნი „WHO“ ხელმისაწვდომია პროფესიონალებისთვის.
წიგნის წარდგენა 15 სექტემბერს HR hub - ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიებაზე მოხდა და საჩუქრად გადაეცათ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.
„რეტკო“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთ მსგავს ღონისძიებას უჭერს მხარს, საკუთარი რესურსით თარგმნის და გამოსცემს წიგნებს, რომლებიც შემდგომში უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი სფეროს პროფესიონალებისთვის.

ჩვენი გუნდი საქართველოში უახლესი ინფორმაციითა და ცოდნით დაბრუნდა.
მივლინებები ევროკავშირის ქვეყნებში გადამწყვეტია ჩვენი თანამშრომლების ცოდნის გასაღრმავებლად, რადგან ისინი იძენენ ახალ ინფორმაციას და ცოდნას დარგის შესახებ.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპელ მწარმოებლებთან კავშირების გაძლიერება მნიშნველოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფისთვის

საწარმოში თანამშრომლები გაეცნენ ახალი საშუალო ძაბვის გამანაწილებელი უჯრედების წარმოების სრულ ციკლს და ადგილზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები. ვიზიტის შემდეგ გუნდი ჰანოვერის გამოფენაზე იმყოფებოდა, სადაც ენერგეტიკის სფეროში წამყვანი მწარმოებლები და ინოვატორები თავიანთი ახალი პროდუქციითა თუ სერვისებით იყვნენ წარდგენილნი.
რეტკო უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს ჰქონდეთ უსაფრთხო, შეუფერხებელი და ეკონომიური ელექტროენერგიის მოხმარება, წამყვანი ევროპული ბრენდების გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში გადმოტანა კი საქართველოს ელექტრო ენერგეტიკის ბაზარს განვითარებასა და დასავლურ სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება, საყოფაცხოვრებო დონეზეც კი, რაშიც რეტკოს თავისი წვლილი შეაქვს.

საქართველოში ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის, გამანაწილებელი და გენერაციის ობიექტებისთვის რეტკო იწყებს ელექტრო-ინჟინერიის გადასამზადებელ კურსებს. (2023-2024 წლის განმავლობაში კურსები იქნება უფასო).
კურსები ჩატარდება შერეული ფორმატით როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ დასწრებით. კურსი ითვალისწინებს თითოეული მონაწილის ელექტრო მეურნეობის დეტალურ შესწავლას და ინდივიდუალურად მათი საჭიროებების მიხედვით შესაბამისი უნარების ფორმირებას.
სწავლების პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი და ლატვიელი ტრენერები, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი.
კურსების მიზანია კომპანიებმა და ზოგადად ქვეყანამ მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენონ ელექტროენერგია და შეამცირონ მისით სარგებლობის დანახარჯები.

ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურით სარგებლობის რეალური დანახარჯების შესაფასებლად ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით - „მრავალმხრივი ხედვა ენერგიის მნიშვნელობაზე“.
- ობიექტის სპეციფიკის არასაკმარისი შესწავლა/ არასწორი ტექნიკური გათვლები
- არასწორად შერჩეული მოწყობილობები
- უხარისხოდ შესრულებული სამონტაჟო სამუშაოები
- უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა
- გეგმიური დიაგნოსტიკური სამუშაოების გაუტარებლობა
- ელ. მეურნეობაზე პასუხისმგებელი არაკვალიფიციური პერსონალი
ინფრასტრუქტურით
სარგებლობაზე 5-20%-ით
გაზრდილი ხარჯი
/ სერვისი
მოსპობა და ჯანმრთელობის
დაზიანება
გათიშვის მიზეზით შეფერხებული
სამუშაო პროცესი
მოწყობილობები
info@retco.ge
retcocareers.ge
https://retcocareers.ge/